"მოვუწოდებ ხელისუფლებას, საჩქაროდ შემოიტანონ" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.
აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საჭიროა, ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რათა აქ სანქცირებულმა პირებმა შემოსვლა ვერ შეძლონ.