loader

რამდენი პირი დააკავეს "ყვარლის ტბასთან" - შსს-ს კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი პირი დააკავეს "ყვარლის ტბასთან" - შსს-ს კომენტარი

სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბას­თან“ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 16 პირი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ყვე­ლა პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბას­თან" დი­ლი­დან ხმა­უ­რია. ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა, რის შე­დე­გა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ა­კა­ვეს. (წა­ი­კი­თხეთ: რო­გო­რია ვი­თა­რე­ბა "ყვარ­ლის ტბას­თან" - "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან პარ­ტი­ის წევ­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი)

ცნო­ბის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ის სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბა­ზე“ იმ­ყო­ფე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯა­ხი კა­ხეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ქორ­წი­ლი ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას ექ­ნე­ბა.

სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლის „ყვარ­ლის ტბა­ზე“ სტუმ­რო­ბა სი­მარ­თლე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლავ­რო­ვის გვა­რით სას­ტუმ­რო­ში სტუ­მა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.