loader

რას აცხადებენ "ქორწინების სახლში"? - მენეჯერის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებენ "ქორწინების სახლში"? - მენეჯერის პირველი კომენტარი

თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ მათ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ, რომ სან­ქცი­რე­ბულ რუს მო­ქა­ლა­ქე­ებს აქორ­წი­ნებ­დნენ.

მი­სი­ვე თქმით, წყვილ­მა დო­კუ­მენ­ტა­ცია სრუ­ლად წარ­მო­ად­გი­ნა და უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობ­და.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ ვი­ცო­დით ვის ქორ­წი­ნე­ბას ვა­ფორ­მებ­დით. რუ­სულს პას­პორ­ტს ბევ­რი წა­რად­გენს ხოლ­მე, მათ შო­რის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. ასე რომ რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი მგო­ნი დის­კრი­მი­ნა­ცია არ არის.

ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე სა­ჭი­როა მოგ­ვმარ­თოთ მაქ­სი­მუმ, ორი თვით ადრე. მათ დო­კუ­მენ­ტა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ად­გი­ნეს და შე­სა­ბა­მი­სად, უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. პლი­უს, ჩვენ არ ვი­ცო­დით ვინ იყ­ვნენ. ქორ­წი­ნე­ბა და­ხუ­რუ­ლი არ იყო, შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­ღოთ კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბიც. პი­რა­დი დაც­ვა, ან ვინ­მე მსგავ­სი არ ახ­ლდათ. იყ­ვნენ, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი". - გა­ნუ­ცხა­დეს "ტვ პირ­ველს" ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში.

ცნო­ბის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ის სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბა­ზე“ იმ­ყო­ფე­ბა.მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯა­ხი კა­ხეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ქორ­წი­ლი ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას ექ­ნე­ბა.

სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლის „ყვარ­ლის ტბა­ზე“ სტუმ­რო­ბა სი­მარ­თლე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლავ­რო­ვის გვა­რით სას­ტუმ­რო­ში სტუ­მა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ვიდეო: "ტვ პირველი"