"ერთი საინტერესო დეტალია, რა კავშირები აქვს ასეთი, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით - ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა, რაც ახდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის სავარაუდო ქორწილთან და „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე ყველა მხარეს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“.