"ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს" - სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია
სასტუმრო კახეთში, "ყვარლის ტბა" უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილ სასტუმროში იმყოფება.
"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს!" - ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.