loader

მედიაში ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ერთობიან ლავროვის ოჯახის წევრები კახეთში - თუმცა, “ყვარლის ტბა” უარყოფს ლავროვის შვილის იქ ყოფნას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედიაში ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ერთობიან ლავროვის ოჯახის წევრები კახეთში - თუმცა, “ყვარლის ტბა” უარყოფს ლავროვის შვილის იქ ყოფნას

ტელეკომპანია "მთავარი არხი" ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ აღნიშნული ვიდეო კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბაზეა” გადაღებული, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფება. თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბრისას, ისევე როგორც, საჯარო განცხადებაში, სასტუმრომ ეს ინფორმაცია უარყო.

“მთავარმა არხმა” ამ თემაზე სიუჟეტი 19 მაისის საღამოს გაუშვა ეთერში. ტელეარხის ცნობით, კახეთში, სასტუმროში “ყვარლის ტბა” ქორწილს ლავროვის ქალიშვილის, ეკატერინა ლავროვას ქმრის ძმა და მისი პარტნიორი იხდიან. ამავე სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხსენებულ სასტუმროში თავად ეკატერინა ლავროვაც იმყოფება.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სასტუმრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა "ყვარლის ტბაზე" არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!”

წყარო: https://netgazeti.ge/life/670651/?fbclid=IwAR276TULe-hjk0nqgTr5OilChixJVtUjdKpqVm1xrxnqAWSq2EB14AeFPgI

ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=1239216046710275