loader

"რატომ არ სვამთ არავინ ოპოზიციიდან ამ კითხვას, მაინტერესებს..."- ირაკლი კობახიძის შეკითხვა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ არ სვამთ არავინ ოპოზიციიდან ამ კითხვას, მაინტერესებს..."- ირაკლი კობახიძის შეკითხვა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით

ვიღაცები ამბობენ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ და ამ დროს ეს ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს. მე მგონია, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას ევროკავშირის წინაშე, მე პირადად ამას ვაპირებ, პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ამ უმძიმესი კრიმინალისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობენ.

მან, ამასთან, ოპოზიციას მიმართა, მათ რატომ არ უჩნდებათ აღნიშნული კითხვა და განაცხადა, რომ უჩნდება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ოპოზიცია ცდილობს პიარულად გადაეფაროთ იმ გამოძიებას, რომ წარმოებს კეზერაშვილის წინააღმდეგ.

„რატომ არ სვამთ არავინ ოპოზიციიდან ამ კითხვას, მაინტერესებს - კეზერაშვილი, უმძიმესი დამნაშავე, კრიმინალი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი, დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ამაზე კითხვები რატომ არ არის? ვიღაცები ამბობენ, რომ ამ დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ და ამ დროს ეს ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს. მე მგონია, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას ევროკავშირის წინაშე, მე პირადად ამას ვაპირებ, პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ამ უმძიმესი კრიმინალისთვის კეზერაშვილისთვის, მაგრამ თქვენგანაც ველოდები ბუნებრივია ასეთ კითხვებს“, - განაცხადა კობახიძემ.