"პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?!" - ვაჟა სირაძე
პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აკავებენ პროტესტი გამო აქციის იმ მონაწილეებს, „რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ“.
„თქვენ რა იცით, რომ არ დაუშავებია?! პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული? დანამდვილებით იძახი, რომ არაფერი დაუშავებია?!- აღნიშნა სირაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სირაძემ აღნიშნა: „დიახ“.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.
პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ.
ვიდეო: "მთავარი არხი"