ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის აეროპორტისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან
„არა რუსულ ფრენებს” - ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ წუთებში, პირველი რესპუბლიკის მოდენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსვლელობით მიემართებიან.
ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე აქციას გამართავენ, რითაც გააპროტესტებენ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, თბილისის აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას. აქციის ორგანიზატორია პარტია „დროა“.
როგორც პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ რუსეთს ემსხვერპლნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან: გიგა ოთხოზორია, გიორგი ანწუხელიძე, დევნილები, რომლებმაც ბევრი ტანჯვა გამოიარეს თუნდაც იმ თვითმფრინავებით, რომლებიც ბომბავდა საქართველოს და დღეს ჩამოდის რუსული თვითმფრინავი.