"ნუ ავრცელებთ ტყუილებს, არაფერი არ ხდება და წყნარად იყავით!" - პრემიერი ჟურნალისტს
თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ამით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რკინიგზის აღდგენის მიმართულებით არაფერი ხდება და ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ.
„ნუ ავრცელებთ ტყუილებს, არაფერი არ ხდება და წყნარად იყავით! თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს აუცილებლად მოხდება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და დასავლელი პარტნიორებს აზრს, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ქვეყნის გადარჩენასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობს.