loader

“მძღოლი გაბრაზდა და შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა! ეს ხდება ყოველ ჯერზე“ - რა მოხდა მუნიციპალურ ავტობუსში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მძღოლი გაბრაზდა და შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა! ეს ხდება ყოველ ჯერზე“ - რა მოხდა მუნიციპალურ ავტობუსში?

“ყურადღება! გუშინ კიდევ ერთი შელაპარაკება გვქონდა ავტობუსში და თავს იძულებულად ვგრძნობ უკვე ვიდეოს სახით გაჩვენოთ, თუ რა ხდება ყოველ ჯერზე ავტობუსში ასვლისას, ვიმეორებ, ყოველ ჯერზე! გუშინ მეგობრები შუა ღამით კოჯორში მივდიოდით და ვცადეთ ავტობუსში ასვლა ჩვენი დაშლილი ველოსიპედებით, ორნი უნდა ავსულიყავით ერთ ავტობუსში, მესამე მეორე ავტობუსში. თუმცა, ამ დროს გამოჩნდა მძღოლი გაბრაზდა (მაგას თუ გაბრაზება ქვია და შეურაწყოფაზეც გადმოვიდა) და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ერთი ველოსიპედი იყო ნებადართული, თითქოსდა სავსე ავტობუსის გამო და რომ მგზავრები ეჩხუბებიან მძღოლს. ამ დროს არის ღამის 10 საათი, ხალხი ავტობუსში თითქმის არ ამოდის და ვართ ბოლო გაჩერებაზე ცარიელ ავტობუსებთან. (აქვე დავამატებ, რომ რაც დავდივართ, არცერთ მგზავრს არ გამოუთქვამს პრეტენზია ჩვენს იქ ყოფნაზე და ყოველთვის ინტერესით გამოიხატებიან თუ რა გზებით მივდივართ კოჯრიდან კუს ტბამდე)

ეს პირველი შემთხვევა არ არის და ეს ხდება ყოველ ჯერზე, ყოველთვის იგივე საუბრებია და ყოველთვის გვიწევს ცხელ ხაზზთან დარეკვა და ცხელი ხაზით საქმეების გარჩევა. ამიტომ მივმართავ ჩვენს პატივცემულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერ კახი კალაძეს და ა.შ. ჩაერიონ და გამოასწორონ ეს საკითხი, ან ალტერნატიული გამოყენების საშუალება მოგვეცით, ან აუხსენით მძღოლებს რომ დაშლილი ველოსიპედის ატანა არ წარმოადგენს პრობლემას. (კომენტარში დავდებ სურათს თუ როგორ ვალაგებთ და თურმე რამდენ ადგილს ვიკავებთ შუა ღამეს ცარიელ ავტობუსში)

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, თბილისის სატრანსპორტო კომპანია / Tbilisi Transport Company, Kakha Kaladze კახა კალაძე- სამარცხვინოა ჩვენნაირი თავდადებული და ეკოლოგიურად შეგნებული პიროვნებების ნახვა არასაჭირო დაბრკოლებების წინაშე, ყოველთვის ვცდილობთ გავზარდოთ ეკოტრანსპორტის თვითშეგნება მოსახლეობაში და განსაკუთრებით ვცდილობთ სპორტის პოპულარიზაციას. ვფიქრობ საჭიროა ავტობუსის მძღოლებმა მიიღონ შესაბამისი ტრენინგი, რათა გაუმკლავდნენ მსგავს სიტუაციებს და სამართლიანად მოეპყრონ ყველა მგზავრს, ჩვენც ხომ მგზავრები ვართ პატივცემულო მძღოლებო.“- წერს ლევან პაიჭაძე და ვიდეოს აქვეყნებს.