"გრცხვენოდეს..." - ნინო წილოსანი ვიკა ბუკიას
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი "ტვ პირველის" წამყვანის, ვიკა ბუკიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოშარჟებს ეხმაურება.
"ჟურნალისტებს რომ ნაკლები მგრძნობელობა აქვთ ქალების მხარდაჭერის და სოლიდარობის კუთხით, ეს ალბათ, სიახლე არ არის. უბრალოდ ახალ სტადიაზე გადავედით - პოლიტიკაში მყოფ ქალებზე ღლიცინი და გაშარჟება. დასანანია, რომ ამის ავტორიც ქალი ჟურნალისტია..
იმ ჟურნალისტმა, რომლის ტელევიზიაც ნაკლებად გამოირჩევა ჟურნალისტური საქმიანობის საერთოდ რამე სტანდარტით, ამჯერად "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ქალების დაცინვა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იუმორის კარგი გრძნობა მაქვს იუმორი, ისევ ტყუილებმა ჩაანაცვლა - კორუმპირებული ქალები და მოგებული ტენდერებიო… სასაცილოა, უდიდესი მავნებლობა რომ არ იყოს. ვერც ერთი ფაქტთან მიახლოებული ჭორიც კი ვერ დაადასტურებს ამ მდაბიო ტყუილს და ამიტომ უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ ხუმრობა არ გამოუვიდა, ნიჭია მაინც ყველაფერი... #shameonyou (გრცხევნოდეს)" - წერს ნინო წილოსანი.
წილოსანის პოსტს ვიკა ბუკია გამოეხმაურა:
"ქალთა მიმართ უშველებელი მგრძნობელობის მქონე ნინოს ეწყინა ფაშისტკა მანანას აბოსლუტურად უწყინარი ხუმრობა. ნეუჟელი დავრჩი მისი მგრძნობელობის გარეშე?"