loader

“მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პენტჰაუსი, გასაყიდად გამოიტანა“ - როგორ გამოიყურება და რას ფასობს ზღვისპირას მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც უკრაინული გამოცემა წერს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პენტჰაუსი, გასაყიდად გამოიტანა“ - როგორ გამოიყურება და რას ფასობს ზღვისპირას მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც უკრაინული გამოცემა წერს?

უკრაინული გამოცემა strana.news-ის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი ოდესაში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ ბინას ყიდის.

“საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში, იტალიურ ბულვარში მდებარე ცნობილ პენტჰაუსს ყიდის. ინფორმაცია ცნობილი გახდა უძრავი ქონების ბროკერებისგან.

ოროთახიანი ბინა, ულამაზესი სხვენით, შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს. პენტჰაუსიდან იშლება ულამაზესი ზღვის ხედი.“ - წერს „სტრანა“ და საცხოვრებლის ფოტოებს ექსკლუზიურად აქვეყნებს.

პენტჰაუსის საბაზრო ფასი დაახლოებით 200 ათასი დოლარია.