"დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა, რომ აი, ასე დავესაჯეთ! იმედია, მალე წავა ეს "განაცებული" ფაშისტი ამ ქვეყნიდან" - რას წერს პროდიუსერი ლაშა ბასლანძე
პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ანსამბლ "მართვეს" და სტუდენტებს, რომლებმაც აშშ-ის უნივერსიტეტში ჩააბარეს, აშშ-ის საელჩოში ვიზები არ მისცეს.
"ჩემს ელენიკოზე ლაპარაკობს ირაკლი და კი რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება და ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის.
მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი. გაერო-ს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ-იორკში და სიტყვით წარსდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა, რომ აი, ასე დავესაჯეთ.
იმედია, მალე წავა ეს "განაცებული" ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური რომ ისევ ისე როგორც ადრე წარმოდგენა დაგვიბრუნდეს ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის საელჩოზე!" - წერს ლაშა ბასლანძე.