loader

კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს -“არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი გამჭვირვალეა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს -“არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი გამჭვირვალეა“

“გასულ წელს ზუსტად ბალეტის ზუსტად 30 მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება, ასევე მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი გამჭვირვალეა,“ - კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.

„ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ადგილზე გამოკრული იყო ბილბორდები, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია, მარტივად ხდება ეს ყველაფერი, 2 კვირაში, მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო გასტროლები და, საბოლოო ჯამში, უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა, სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია. ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.