"დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები... დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება" - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სპეცოპერაციებზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზატორები. ამის შესახებ მედიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ისაუბრა.
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.