“გამოვიდა ექიმი: უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ მივიღოო... ვეუბნებოდი ექიმს, ჩქარა ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ მეთქი“ - რას აცხადებენ ოჯახის წევრები სავარაუდოდ, ჩუტყვავილის გამო გარდაცვლილი 4 წლის ბავშვზე
გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბავშვს სათანადო დახმარება არ გაუწიეს.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ განაცხადა, როდესაც ექიმმა ბავშვი დაინახა თქვა: „უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო“. მისივე თქმით, ექიმმა ბავშვს ადგილზე პირველადი დახმარება არ გაუწია.