loader

“სალომე სამადაშვილი ამის მაგალითია- გაგდებამდე უნდა წერო სიმართლე, თორემ...“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სალომე სამადაშვილი ამის მაგალითია- გაგდებამდე უნდა წერო სიმართლე, თორემ...“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

“თავი სულელი არასოდეს მგონებია, მაგრამ 2012-მდე, მეგონა რომ არსებობდნენ ჩემზე მცოდნე და ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც ჩემზე უკეთ ესმით პოლიტიკა - მეტი ნდობა მქონდა პოლიტიკური ელიტის მიმართ. 2012 წლის მერე ნანახით მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ.

ამიტომ ავიღე და 2013 წელს ევროსაბჭოსთან კონტრაქტი გავწყვიტე - ჩავთვალე, რომ გიგას უნდა დავეხმარო და აქ უფრო საჭირო ვარ, ვიდრე სტრასბურგში. ამის მერე დაიწყო რაც დაიწყო… მე ისე ვმოქმედებდი, როგორც მე ვთვლიდი სწორად. ვთვლიდი, რომ მზის სხივი საუკეთესო დიზინფექტორია და პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო, რომ მოვაგვარო. მიმაჩნდა რომ თუ დაუღალავად ვაკაკუნებდი - გამეღებოდა, თუ დაუღალავად მოვითხოვდი - მომეცემოდა. (ეს ლოგიკა სულ მუშაობს ჩემთვის, ასე ვიღებ - რაც მინდა).

როცა ჩემს წვეტიან აზრებს საჯაროდ ვწერდი, ჩემი მაშინდელი გარემოცვა ძალიან წუხდა - საჯაროდ ნუ წერო, თორემ კერძო საუბრებში თავად უარესებს იძახდნენ (ამიტომ ამერია გული და უკანმოუხედავად შემზიზღდნენ ოდისევსოს ბღავილი რომ დაიწყეს - მე ხომ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ მანამდე). ხოდა სასაცილო ის იყო, რომ ვინც მე პატიოსნად მოქცევისთვის და სიმართლის საჯარო თქმისთვის მლანძღავდა - იმას კერძო საუბრებს უქვეყნებნენ ქოცები და უარეს შარებში ეხვეოდნენ.

სალომე სამადაშვილი ამის მაგალითია - გაგდებამდე უნდა წერო სიმართლე, თორემ რომ გაგაგდებენ და აცოცების შანსი გერთმევა, მერე რა უნდა.“