loader

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის კონფლიქტის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის კონფლიქტის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

ენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა პირდაპირ წითელ ხალიჩაზე გაარკვიეს. ქსელი აქტიურად განიხილავს ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ურთიერთობას. ზოგიერთი ტაბლოიდი ამტკიცებს, რომ წყვილს შორის ურთიერთობა არც ისე კარგადაა. ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში, ფილმ „დედა“-ს პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლს ჯ.ლო ასრულებს. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ცოლ-ქმარმა იჩხუბა.

Daily Mail-მა ტუჩის კითხვის ექსპერტებსაც კი მიმართა. მათ განაცხადეს, რომ ვარსკვლავები კამათობდნენ იმაზე, თუ რა პოზიცია დაეკავებინათ კამერების წინ. ლოპესი ნერვიულობდა, რადგან აფლეკი არასაკმარისად მიუახლოვდა მას და ცუდად პოზირებდა. შემდეგ, ბენმა გაიღიმა და ცოლს აკოცა, თუმცა ყველას არ სჯერა მათი კოცნის გულწრფელობის. "მიიღე უფრო მოსიყვარულე იერი", - უთხრა ლოპესმა. "ვცდილობ", - უპასუხა გაღიზიანებულმა ბენმა.

მანამდე, ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჯენიფერს მანქანაში ჩაჯდომისას ბენმა კარი მიუჯახუნა. ვიდეოში ჩანს, რომ წყვილი ყავის ჭიქებით მიდის მანქანისკენ. ბევრმა მომხმარებელმა დაგმო მსახიობის ეს საქციელი და თანაგრძნობა გამოხატა ჯენიფერის მიმართ. ზოგმა აღნიშნა, რომ ბენი ძალიან გაღიზიანებულია ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების გამო. ფილმ "დედა"-ს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ჯ.ლო, გადაცემა Today-ში ჟურნალისტ ჰოდა კოტბს ესტუმრა. მან ასევე ისაუბრა საკუთარი შვილების აღზრდის სირთულეებზე. მსახიობს ჰყავს ტყუპი - 15 წლის მაქსი და ემა. ჯენიფერმა აღიარა, რომ ხანდახან განიცდის მათ მეამბოხე მიდრეკილებებს.

ახლახან კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ბენი უკმაყოფილოდ ეკამათება ჯენიფერს. წყვილთან დაახოლებული ინსაიდერები უარყოფერ წყვილს შორის უთანხმოებას. სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ ბენი ალკოჰოლის მომხმარებელია და არაა გამორიცხული, წყვილის კონფლიქტი ამ ვერსიას უკავშირდებოდეს.

წყარო: www.beaumonde.ge