"ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და ფარულად გაურიგდა "ქართულ ოცნებას" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო.
კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან (კენჭი სულ 29 კანდიდატს ეყარა) ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, სადაც ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკალაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩეულია სამი არამოსამართლე წევრი. 90 ხმაზე მეტი ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს.