loader

SOS! "რამდენიმე წამში 1000 ლარი დავკარგე, თქვენც გაფრთხილებთ" - თაღლითური სქემა, რომლის გამოც უამრავი ადამიანი დაზარალდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

SOS! "რამდენიმე წამში 1000 ლარი დავკარგე, თქვენც გაფრთხილებთ" - თაღლითური სქემა, რომლის გამოც უამრავი ადამიანი დაზარალდა

ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენი მოქალაქეები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უცხოური ნომრიდან თან დართული ბმულით. მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან ვიგებთ, რომ თითქოს ჩვენს სახელზე ამანათია მოსული და საჭიროა გადავიდეთ მითითებულ ბმულზე.

გვაცნობებენ, რომ თითქოს 4 ლარი დაგვაკლდა და სასწრაფოდ უნდა დავფაროთ. ბმულზე გადასვლის შემდეგ აღმოჩნდებით საქართველოს ფოსტის გაყალბებულ გვერდზე და გთხოვენ თქვენი პირადი მონაცემების შეყვანას და თუ მათ დაუჯერებთ, შესაძლოა, სოლიდური თანხებიც კი დაკარგოთ.

ბოლო დღეებში ბევრმა ადამიანმა მიიღო მსგავსი შეტყობინება. ჩვენ მოვძებნეთ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი შეტყობინებები მიიღეს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მათგანმა მარტივად დაიჯერა და ანგარიშზე არსებული თანხა სრულად დაკარგა. ისინი სატელევიზიო ინტერვიუზე უარს აცხადებენ, თუმცა პირად შეტყობინებებში კი გვწერენ.