loader

"შოკისმომგვრელი ამბავი! სიტყვებს ვერ ვპოულობ, არც კი ვიცი რა ვთქვა..." - დავით ზალკალიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკისმომგვრელი ამბავი! სიტყვებს ვერ ვპოულობ, არც კი ვიცი რა ვთქვა..." - დავით ზალკალიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ბე­სიკ დევ­და­რი­ა­ნი 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ავ­რცე­ლებს.

"შოკისმომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა.

სიტყვებს ვერ ვპოულობ წარმოუდგენელი ამბავია, არც კი ვიცი რა ვთქვა.

კიდევ რამდენ სიკეთეს და სითბოს დატოვებდა ამ ქვეყანაზე. მუდამ ხალისიანი და მომღიმარი, მისი ხითხითი ახლაც ჩამესმის ყურში. განსაკუთრებით ბოლო წლებში ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა-ვიზიტები, გადაფრენები, დიდი თუ მცირე კონფერენციები. ხანდახან წავეჩხუბებოდი, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, წყენა სწრაფად მავიწყდებოდა.

ორი დღის წინ რაღაც პირადული ვთხოვე და გუშინ მომწერა, არ ინერვიულო, უკვე მოგვარებულიაო.

ეს ფოტო, შარშან 4 აპრილს სამინსიტროშია გადაღებული, როცა ამერიკაში მოვემგზავრებოდი და თანამშრომლებს დავემშვიდობე. სულ მუდამ გვერდით იყო, მუდამ მომღიმარი. ასეთი დაგვამახსოვრდება ყველას. მშვიდობით მეგობარო! ღმერთმა გაანათლოს მისი სული..." - წერს დავით ზალკალიანი.