loader

უმძიმესი შემთხვევა ქარელში - "გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა, დაღუპულია 2 სამართალდამცველი " - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი შემთხვევა ქარელში - "გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა, დაღუპულია 2 სამართალდამცველი "

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ვანო ბასანიძე და ომარ ქარელი.

საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, იგი „გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.