"TBC ბანკში" კრედიტ-ოფიცერი დაჭრეს" - კადრები ბათუმიდან
ბათუმში, "TBC ბანკის" ცენტრალურ ოფისში ერთი პირი დაჭრეს. "TBC ბანკის" ოფისის რეგიონული ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაჭრილია მათი თანამშრომელი, კრედიტ-ოფიცერი. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარზე ერთი პირი უკვე დააკავა