"შენი “ბავშვი” ტყეში დარბის... მართლა ეს საცოდავები" - რატომ დაუპირისპირდა სოფო ბათილაშვილი დათო ფორჩხიძეს
სოფო ბათილაშვილის შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. თითქოს ყველა ამადლიდა ამ ბავშვს: "ჩვენც გვაცადე, გეყოფა!"... ვხვებოდი, რომ ბავშვი იჩაგრებოდა - ამის შესახებ დათო ფორჩხიძემ გადაცემაში "ნოესთან" გააცხადა.
დათო ფორჩხიძის განცხადებას სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს,ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი. დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა. ერთი უნდა ითქვას, დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო, დამიცვა.
მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი, რო გავიგე რეები ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას, სიმღერას და ცეკვა-თამაშს. სულ სხვისი ბრალია,იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა.
თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი.ხოდა,ჩემო ლამაზო სამშობლო,ძაან მიყვარხარ,მარა რავი.ა და ხო, დათო ფორჩხიძე,თქვენი,ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის."
რის შემდეგაც სტატუსი სოფო ტოროშელიძემაც დაწერა:
დაუნახავობა, უმადურობა და მადლიერების შეგრძნების არ ქონა ყველაზე ცუდი თვისებაა რაც ადამიანს შეიძლება ქონდეს. როდესაც ვწვებით , ძილის წინ , არ არსებობს ადამიანი ვისაც თავის სინდისთან არ უწევს მარტო დარჩენა.
მანდ გადის ის ზღვარი სადაც ჩვენი მთავარი ღირებულებები ჩნდება , სინდისთან ვერ ვიტყუებით. სინდისი გვაქცევს ადამიანებად!როდესაც მორალს კითხულობ , უნდა დაფიქრდე, შემთხვევით შენც ხომ არ შეგშლია , თავად ხომ არ გაგიკეთებია მსგავსი, ან სამომავლოდ გაქვს გარანტია რომ იგივე არ მოგივა?!რასაც ვაკეთებთ , უნდა გვახსოვდეს რომ არავინ გვაძალებს. რაც ხდება ჩვენს თავს, მხოლოს ჩვენივე დადგმული სცენარია.
თუ რაღაცის კეთება არ გვინდა , მაგრამ მაინც ვაკეთებთ , ეს არავის ბრალი არ არის , გარდა საკუთარი თავისა. სხვებზე დაბრალება , მხოლოდ გამოსავალია.
ქართველებს გვახასიათებს სხვებზე გადაბრალება, მაშინაც კი როდესაც ჩვენივე ხელი ურევია რაღაც სიტუაციებში.აი რაც შეეხება გაბოროტებულ ადამიანს, ეს უკვე არასრულფასოვნების კომპლექსია. ეს შეგრძნება აბრმავებს ადამიანს, ჭამს შიგნიდან და ისე აკომპლექსებს , რომ შეგნებულ ბოროტებას ჩაადენინებს ძალიან ხშირად .ვიყოთ მადლიერები რაც გვაქვს, ან გვქონია იმით.
სადღაც თუ არ გაგვიმართლებს, არ ნიშნავს იმას რომ ეს განაჩენია. ეს შეიძლება პირიქით ძალიან დიდი გზის საწყისი იყოს. წარუმატებლობა ხშირად იწვევს გაასმაგებული ბრძოლის უნარის გამომუშავებას და სწორი მიმართულების და მიზნების პოვნის შანსს!
თუ არ გაგიმართლათ საქმეში, პირადში, მეგობარში, ნეგატიურ ენერგიას ნუ დაიგროვებთ, ეს აუცილებლად მოგწამლავთ. გადაამუშავეთ და ახალი გზის საწყის ენერგიად აქციეთ! სხვა შემთხვევაში მოიწამლებით. იქ სადაც თქვენი მომენტი და ბედნიერება დევს, ის მოძებნეთ.ნუ გვავიწყდება მადლობის თქმა, იმისთვის რაც გვაქვს, გვქონია ან გვექნება.
მორალს ის ადამიანები კითხულობენ, ვინც თავის სინდისთან არ არიან სუფთდები და ცდილობენ სხვისი განსჯით თავისი თავი გაამართლონ საკუთარ სინდისთან.თუ რაღაც შეგვეშლება , სინანულის შეგრძნებაც უნდა გამოვიმუშავოთ, ბოდიშის მოხდასაც ტრ…კი უნდა."