loader

"შეგახსენებთ ვინ არიან ეს ადამიანები, აქედანაც ჩანს, რომ არიან სპეკულიანტები" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეგახსენებთ ვინ არიან ეს ადამიანები, აქედანაც ჩანს, რომ არიან სპეკულიანტები" - ირაკლი კობახიძე

ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად - ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა - სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია?- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე სპეკულირების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიას, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცა, ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ჰქონდა გამოყოფილი, აჟიოტაჟის შემდეგ კი ეს ჩანაწერი წაიშალა, კობახიძე ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი ჟესტია”.