ნანუკა გოგიჩაიშვილსა და ნიკოლოზ ნაყოფიას მეორე შვილი შეეძინათ- მშობიარობა ლოს ანჯელესში და ორსულობის ულამაზესი კადრები
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ნანუკა, რომელსაც საკმაოდ აქტიური ინსტაგრამ გვერდი აქვს, უკვე რამდენიმე თვეა, რაც სოციალური ქსელიდან გაქრა. როგორც აღმოჩნდა ორსულობას მოდელი 9 თვე მალავდა და მეორე გოგონას დაბადების შესახებ, საზოგადოებამ ბავშვის დაბადების შემდეგ გაიგო.
კიდევ ერთი გოგონას დაბადების შესახებ ინსტაგრამის გამომწერებს ნანუკამ სპეციალური ვიდეოთი შეატყობინა.
"საუკეთესო საჩუქარი, რაც შეიძლებოდა მიმეღო დედების დღეს, ორი ულამაზესი, უკეთილესი, უჭკვიანესი გოგოს დედობაა!“,- წერს მოდელი.