"მე უნდა შემჭამონ, ალბათ" - ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. როგორც ფილოლოგი ამბობს, იმ დროს, როცა სახლთან ნიღბიანები ელოდებოდნენ უნივერსიტეტიდან ბრუდებოდა.
მას შემდეგ რაც პოლიცია ადგილზე მივიდა ნიღბიანმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
„სახლში უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი, გზაში გამაფრთხილეს, რომ შევყოვნებულიყავი, რადგან ჩემს სახლთან ბევრი ხალხი იყო თავმოყრილი. სანამ მოვიდოდი პატრული მოვიდა და ის ხალხიც გაქრა. ალბათ ჩემთან უნდოდათ საუბარი ან აგარიშსწორება, ვერ გეტყვით. 2014 წელს ვაჟა-ფშაველაზე ვილაპარაკე. 2023 წელია და ახლა გაირკვა, რომ არ მილაპარაკია სწორად და ფილოლოგიური კამათი უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მაშინ არ იყვნენ კაციჭამიები, მაგრამ ახლა იქნებიან. მე უნდა შემჭამონ, ეტყობა, ესაა დავალება“ - ამბობს ბერძენიშვილი.