ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

სასტიკი მკვლელობა ვარკეთილის სასაფლაოზე, რა გადაწყვეტილება მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა? - "ქალმა სოციალურ ქსელში ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, ფარული ურთიერთობის გასაჯაროება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის..."

15:55 / 15-05-2023

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ნაფიცმა მსჯულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.

2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კითხვა
მასხარებო ადამიანი მოკლა და 13 წელი?
თარიღი : 15-05-2023
ელისო
ეტყობა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. ასეთ გაუაზრებელ ურთიერთობებს ხშირად მოჰყვება გაუგებრობები. მკვლელს ვერაფერი გაამართლებს, მაგრამ ქალებმა, ჯობია, გაითვალისწინონ მამაკაცების ფსიქოლოგია, ხშირად აგრესიული და დაუნდობელი. კი, საბოლოოდ ასეთი ქმედება ისჯება, მაგრამ მაშინ, როცა ტრაგედიას უკვე აღარ ეშველება.
თარიღი : 15-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

სასტიკი მკვლელობა ვარკეთილის სასაფლაოზე, რა გადაწყვეტილება მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა? - "ქალმა სოციალურ ქსელში ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, ფარული ურთიერთობის გასაჯაროება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა