"...ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული" - გიორგი გახარია ვიდეომიმართვას ავრცელებს
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდეს.
როგორც გიორგი გახარიამ ტალინიდან ვიდეომიმართვისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა უბრალოდ რომ გაჩერებულიყო და არაფერი გაეკეთებინა, საქართველოს დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გარანტირებული ევროპული მომავალი ექნებოდა.