loader

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა. დღეს მოქალაქეები პრეზიდენტსა და 600-ადგილიან პარლამენტს ხუთ წლიანი ვადით ირჩევდნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

თურქეთის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და სინან ოგანი იბრძვიან.

დასავლური მედია ვარაუდობს, რომ დღევანდელმა არჩევნებმა შესაძლოა, ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიციური კანდიდატია. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 64 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს.