ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია–ქუთაისის გზაზე - არის მსხვერპლი
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედია-ქუთაისის გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ევაკუატორს შეეჯახა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.