loader

''რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?! ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! Welcome to USSR Georgia'' - ანიტა რაჭველიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

''რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?! ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! Welcome to USSR Georgia'' - ანიტა რაჭველიშვილი

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის საქართველოსთვის გაუქმებას ეხმაურება:

''ამ "პატივცემულმა" მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა! რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?! როდესაც მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა მათთან ფრენები?! საუბარია იმაზე რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ირკუცკი და ა.შ. Welcome to USSR Georgia. საქართველოს "ოცნება" თქვენ "საქართველოს დასასრული" უნდა გერქვათ! დანარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ! ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ დიდი ხანია გავიგეთ უკვე! უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?! რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი! გული მაქვს გახეთქვაზე! მერამდენე მთავრობა გამოვიცვალეთ, რამდენი დრო გავიდა და 3-მილიონიან ერს ვერ მიხედეს და დააყენეს ფეხზე'' - წერს ანიტა რაჭველიშვილი.