"სრული შოკი მაქვს, ექიმები სხვადასხვა დიაგნოზს წერენ... ადამიანს კლავთ! ეს არის მკვლელობა! ამ ქვეყენაში მხოლოდ ფულს გახდევინებენ და დიაგნოზს ვერ სვამენ" - 12 წლის გაბრიელის დედის ემოციური ვიდეომიმართვა
"სრული შოკი მაქვს, ექიმები სხვადასხვა დიაგნოზს წერენ... წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვარ, ალბათ, სახლში ვერ ავალ! მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს... ამ ქვეყენაში მხოლოდ ფულს გახდევინებენ და დიაგნოზებს ვერ სვამენ. ადამიანს კლავთ! ეს არის მკვლელობა" - სოციალურ ქსელში 2 წლის გაბრიელის დედის ემოციური ვიდეომიმართვა ვრცელდება.
თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს დახმარება სჭირდება. ის საჭიროებს თურქეთის კლინიკაში გადაყვანას გამოკვლევებზე, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
"თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს, გაბრიელს 7 თვის წინ ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია მუცლის ღრუში, გაიარა უმძიმესი რეაბილიტაციის პერიოდი, თუმცა ახლა მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ის საჭიროებს თურქეთის კლინიკაში გადაყვანას გამოკვლევებზე, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
დავეხმაროთ გაბის ოჯახს, ვისაც როგორ შეგვიძლია. შევუმსუვუქოთ ბავშვს ტკივილი და მივცეთ ჯანმრთელობის აღდგენისა და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა.
გაბის დედ-მამის საბანკო რეკვიზიტები:
თამარ იარაჯული - საქართველოს ბაკი - GE33BG0000000101172380
ავთანდილ ნიშნიანიძე - თიბისი ბანკი -GE62TB7477945066300001" - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.