"ისე შემეშინდა, ახლაც ვკანკალებ" - აფეთქება თემქაზე, დაშავებული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს
თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
დაშავებული გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალს სხეულზე 40%-მდე დამწვრობა აღენიშნება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.