loader

გაფრთხილება მათ, ვინც ამერიკაში მექსიკით აპირებს წასვლას! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფრთხილება მათ, ვინც ამერიკაში მექსიკით აპირებს წასვლას!

შეერთებული შტატები მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს. აშშ 42-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მიღების ახალი წესები ამოქმედდება. სავარაუდო ცვლილებები მექსიკიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მიგრანტთა დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე მექსიკის საზღვრის კვეთის მცდელობა მხოლოდ 1 დღე-ღამეში 10 ათასზე მეტ მიგრანტს ჰქონდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აშშ-ში შესვლის 60 ათასამდე მსურველი კი საზღვართან ბანაკებშია განთავსებული.

ვიდეო: "რუსთავი 2"