"მივიღეთ გადაწყვეტილება რომელსაც ველოდებოდით, არ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომელსაც მე პირადად ველოდებოდი" - რას ამბობს გიული ალასანია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, განცხადებით, ის რომ ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა მისთვის პირველი სიგნალი იყო, რომ სტრასბურგის საქმეზე პირველ ეტაპზე ახლანდელი შედეგი დადგებოდა.
გიული ალასანიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ეტაპს ეხებოდა და ამით საქმე არ დასრულებულა.