"გამოიწვია ჩემი შვილი, ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო" - რას ამბობს მოკლულის მეუღლე
ახალსოფელში შვილმა მამა მოკლა. ოჯახის სხვა წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ 21 წლის ბიჭი თავს იცავდა - ახლა გამოკითხვაზე იმყოფება დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა.
ოჯახი ჰყვება, რომ მამა ხშირად ძალადობდა შვილებსა და ცოლზე, იმავეს ირწმუნებიან მეზობლებიც. მოკლულია 48 წლის მამაკაცი, საქმეზე კი მიმდინარეობს გამოძიება.