loader

"კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს... რუსეთის ნაბიჭვრობას მამაჩემით და მამაჩემის დარად რუსეთში მაცხოვრებლებით ვერ გააპრავებთ" - გიორგი სუხიტაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს... რუსეთის ნაბიჭვრობას მამაჩემით და მამაჩემის დარად რუსეთში მაცხოვრებლებით ვერ გააპრავებთ" - გიორგი სუხიტაშვილი

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი წერს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი "მის გა­შა­ვე­ბას ცდი­ლობს" და რო­დე­საც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახ­სე­ნებს, რომ მა­მა­მი­სი სოჭ­ში ცხოვ­რობს. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მოკ­ლედ, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­შა­ვე­ბის მო­რი­გი მა­რაზ­მი წა­მო­ი­წყეს. რო­გორც კი რუ­სეთს ვახ­სე­ნებ, ეგ­რე­ვე მა­მა­ჩემ­ზე იწყე­ბენ თი­თის გაშ­ვე­რას.

კი მა­მა­ჩე­მი "სო­ჩა­ში" ცხოვ­რობს და რეს­ტო­რან­ში მღე­რის, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად. ამას მა­ძა­ხე­ბენ თით­ქოს, მა­მა­ჩე­მი ოლი­გა­ქი, ბიზ­ნეს­მე­ნი ან კრემლთან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი იყოს.

მა­მა­ჩე­მი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სი და ბევრ ძა­ლით ქარ­თველ­ზე პატ­რი­ო­ტი!

20 წე­ლია რაც იქ შრო­მობს ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი მიმ­ტა­ნი, ხე­ლო­სა­ნი და ა.შ. თუ მა­მა­შე­ნი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს ე.ი. უნდა ემ­ხრო­ბო­დე ოკუ­პა­ცი­ას, რუსი ღო­რე­ბის აქ პარ­პაშს, უნდა ამარ­თლებ­დე ჩვე­ნი დევ­ნი­ლე­ბის ყო­ფას და უნდა ეგდო ჩუ­მად.

როცა მა­მა­ჩე­მი წა­ვი­და, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქო­ნია, ჩვენ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, დიდი ოჯა­ხი ჰქონ­და სარ­ჩე­ნი, ჩვენ უმა­მოდ და­ვი­ზარ­დეთ და ეს მსხვერ­პლი ცეკ­ვა-თა­მა­შით არ გა­უ­ღია. და­ახ­ლო­ე­ბით ჩემ ასაკ­ში წა­ვი­და და ახლა 60 წელს გა­დას­ცდა, მე თუ მკი­თხავთ, არ მი­ხა­რია რომ მა­მა­ჩე­მი იქ არის სა­დაც არის, არც ის მა­ხა­რებს, რომ ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლე­ბი რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ.

"რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლე­ბი კარ­გია?" "მა­მა­შენ­მა უნდა იშო­ვოს ფუ­ლე­ბი და ქარ­თველ­მა გლეხ­მა არა?" "გშურს რომ სხვაც კარ­გად იქ­ნე­ბა?" - აი ეს არის ძი­რი­თა­დი პა­თო­სი. მე ვა­მა­ყობ ჩემი მშობ­ლე­ბით და ჩემი ოჯა­ხით.

თუ ჩემ­ზე რამე გაქვთ თქვით, ჩემს ოჯახს შე­ეშ­ვით!

ადა­მი­ა­ნე­ბი მლან­ძღა­ვენ რუ­სე­თი რომ არ მინ­და იმის გამო. თქვე უსის­ხლო­ე­ბო, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი რომ იყოს რუ­სეთ­ში, ისე რო­გორ მა­მა­ჩე­მია ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზე და­აფ­სამ­დით!

დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა ჩვენს გმი­რებს. მტერს (რუ­სეთს) ყველ­გან და­მარ­ცხე­ბას და გა­მა­თხოვ­რე­ბას ვუ­სურ­ვებ.

მა­მა­ჩემს და ყვე­ლა მის­ნა­ირ პატ­რი­ოტს ვუ­სურ­ვებ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ჰქო­ნო­დეთ ის და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვი, რა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ!

კი მა­მა­ჩე­მი "სო­ჩა­ში" ცხოვ­რობს და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა! რუ­სე­თი მტე­რია, ხოლო ამ თე­მით ჩემი გა­შა­ვე­ბა არის დედა მო**ნუ­ლო­ბა!

რუ­სე­თის ნა­ბიჭ­ვრო­ბას მა­მა­ჩე­მით და მა­მა­ჩე­მის და­რად რუ­სეთ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბით ვერ გა­აპ­რა­ვებთ. მამი მიყ­ვარ­ხარ და ბო­დი­ში", - წერს გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.