"მამა დაკრძალვაზე იყო, ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან მეზობლები გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.