loader

"მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს, ურთულესი პერიოდი მაქვს" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს, ურთულესი პერიოდი მაქვს" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ საკუთარ გულშემატკივრებს გამოეხმაურა და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

„ბოლო 3-4 წელია, პირად, თუ კარიერულ დონეზე, ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. არ ვნებდები - ვაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს“, - წერს ბასილაშვილი.