რამდენიმე წუთის წინ მილანში ძლიერი აფეთქება მოხდა - იწვის მანქანები
მილანის ცენტრში ძლიერი აფეთქება იყო. მედიის ინფორმაციით, იწვის მანქანები. როგორც იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, თავდაპირველად აფეთქდა მანქანა, სადაც ჟანგაბდის ბალონები იყო, რის შემდეგაც აფეთქებები დომინოს პრინციპით გაგრძელდა. ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ცეცხლშია გახვეული. მედიის ინფორმაციით ხანძარი ახლომდებარე ბინებსა და სხვა შენობებზეც გავრცელდა. ახლომდებარე სკოლიდან და მოხუცთა თავშესაფრიდან ადამიანები ევაკუირებულნი არიან.