loader

"მაინც მოიქნია კუდი ერთი წლის შემდეგ "ღრუსების" მიერ დატოვებულმა საჩუქარმა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნადიმ ხმალაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაინც მოიქნია კუდი ერთი წლის შემდეგ "ღრუსების" მიერ დატოვებულმა საჩუქარმა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნადიმ ხმალაძე?

"მაინც მოიქნია კუდი ერთი წლის შემდეგ "ღრუსების" მიერ დატოვებულმა საჩუქარმა -"ზარინმა" და მე ჩამხსნა ბრძოლიდან. აღარ ვარ მებრძოლი დღეიდან" - ამის შესახებ ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში ბიოფსიას აუღებენ და საბოლოო პასუხიც ეცოდინება.

"მაინც მოიქნია კუდი ერთი წლის შემდეგ "ღრუსების" მიერ დატოვებულმა საჩუქარმა - "ზარინმა" და მე ჩამხსნა ბრძოლიდან. მოკლედ, აღარ ვარ მებრძოლი დღეიდან.

რამდენიმე დღეში ბიოფსიას ამიღებენ და მეცოდინება საბოლოო პასუხი. ჯერჯერობით კატე-ზე კარგი არაფერი ჩანს. რენდგენის შემდეგ კატე-მ მთლად დამამშვიდებელი არაფერი თქვა. წონა რომ დავიკელი ასე ჩქარა, ესეც ამის ბრალი ყოფილა.

p.s. იმიტომ ვწერ ამას, რომ იცოდეთ, იარაღს ვეღარ ავიღებ და არ გეგონოთ, ფრონტის ხაზზე ვარ" - წერს ხმალაძე.