loader

როდის ამოქმედდება ახალი ბრძანება? - პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის ამოქმედდება ახალი ბრძანება? - პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

http://publication.pravo.gov.ru- ზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახალი ბრაძანება, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის 15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლისთვის ვიზა არ დასჭირდებათ. უვიზო რეჟიმი 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შევლენ და დატოვებენ მან ვიზის გაფორმების გარეშე მოქმედ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად). ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.