loader

უმძიმესი ამბავი - 3 წლის ბავშვი კორპუსის მე-6 სართულის აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი - 3 წლის ბავშვი კორპუსის მე-6 სართულის აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ტრაგედია მოხდა ესპანეთში. 3 წლის ქართველი ბავშვი კორპუსის მე-6 სართულის აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

"3 წლით წადიო, ასე უბრძანა უფალმა... 3 წელი აბედნიერე ხალხიო, დატოვე დიდი სოყვარული მათში და ისევ მე დამიბრუნდიო... და აი, წაიყვანა უფალმა ჩემი ანგელოზი... ჩემო ტკივილო, ჩემო ფაიფურის თოჯინავ" - წერს ბავშვის დედა სოციალურ ქსელში.

"ანგელოზებთან გაფრინდა პატარა ანგელოზი დილით ზაფხული ჩამქვრალა ჩვენს ქუჩაზე... მიაბიჯებდა ღრუბლებში, ნელ-ნელა მიუყვებოდა წყებად დაფენილ საფეხურებს, გვერდს ლამაზი, თეთრი ანგელოზები უმშვენებდნენ. ამბობენ სიკვდილის ანგელოზს შერცხვა და თავი დახარაო... მზე გვიცქერდა ზეციდან, მისი ღიმილიაო ამბობენ!...მიწა ეწვოდაო დედამიწას, ზეცა დაჰყურებდა დარჩენილთა ცოდვა-ბრალს. უფალი შეეგება ,,ღიმილის გოგოს " შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრაო ამბობენ...

უნახავად მიყვარდა, ერთხელ ვნახე და ჩემი ფავორიტი გოგოათქო ვამბობდი... გისამძიმრებთ ამ წარმოუდგენელ მდგომარეობას...

რამხელა ტკივილი უნდა ატარონ მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს ბავშვი პირდაპირ ანგელოზთა დასს შეუერთდა...

ღმერთო უფალმა გაგაძლიეროთ, რომ შეძლოთ ამ ტკივილთან ერთად გააგრძელოთ ცხოვრება " - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.