loader

"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი

ნი­გე­რი­ე­ლებ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ოსი­მე­ნის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ომი" გა­ა­ჩა­ღეს. წე­რენ, რომ სე­რია A-ს მე­ფის გვირ­გვი­ნი არა კვა­რა­ცხე­ლი­ას, არა­მედ ვიქ­ტორ ოსი­მენს ეკუთ­ვნის. მათი უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, "ოსი­მენს ჩაგ­რა­ვენ რა­სის­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბით."

ამ ერ­თგვა­რი კო­რო­ნა­ცი­ის თე­მას, ნი­გე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ბოლა აჰ­მედ ტი­ნა­ბუც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მისი პოს­ტი შე­და­რე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია, თუმ­ცა მა­ინც ერ­თგვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე და­ვის.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ იტა­ლი­ა­ში კი­დევ ერთი კო­რო­ნა­ცია იყო, სა­დაც ჩვენ­მა ბიჭ­მა, ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა მო­ი­პო­ვა გვირ­გვი­ნი, რო­გორც სე­რია ა-ს ახალ­მა მე­ფემ. ვიქ­ტორ­მა გა­აგ­რძე­ლა ნი­გე­რი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ბრწყინ­ვა­ლე­ბის ტრა­დი­ცია ფეხ­ბურ­თის გლო­ბა­ლურ არე­ნა­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ნი მი­სით ვა­მა­ყობთ და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ კა­რი­ე­რა­ში, რო­მე­ლიც უკვე შე­სა­ნიშ­ნა­ვია", - წერს "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ტი­ნა­ბუ.

წყარო: ambebi.ge