loader

ცნობილი “ტიკტოკერი“ ჰასბულა დაუმორჩილებლობისთვის “დააკავეს“ - რა ვიდეოს ავრცელებს და­ღეს­ტნის შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი “ტიკტოკერი“ ჰასბულა დაუმორჩილებლობისთვის “დააკავეს“ - რა ვიდეოს ავრცელებს და­ღეს­ტნის შსს

გუ­შინ, 8 მა­ისს, მა­ხა­ჩყა­ლა­ში ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი, ჰას­ბუ­ლა მა­გო­მე­დო­ვი და­ა­კა­ვეს. და­ღეს­ტნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰას­ბუ­ლამ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და­არ­ღვია, რის გა­მოც, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდა.

უფრო ზუს­ტად კი - ჰას­ბუ­ლა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბის ავ­ტო­კო­ლო­ნამ ზე­ი­მის დროს "სა­ქორ­წი­ლო დრიფ­ტი" მო­ა­წყო, რის გა­მოც ქუჩა გა­და­ი­კე­ტა. ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჰას­ბუ­ლა იჯდა. პო­ლი­ცი­ამ ყვე­ლა მათ­გა­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნა, რის შემ­დე­გაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ემო­ცი­ე­ბის, რო­გორც ისი­ნი თავს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ყვე­ლა წევ­რი და­კა­ვე­ბუ­ლია. და­ღეს­ტნის ში­ნა­გან სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნეს", - ნათ­ქვა­მია სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.