loader

ბადრი ესებუას მშობლების თქმით, მათი შვილი 2020 წლის 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში იყო და მამას სახლის საქმეებში ეხმარებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბადრი ესებუას მშობლების თქმით, მათი შვილი 2020 წლის 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში იყო და მამას სახლის საქმეებში ეხმარებოდა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე ბრალდების მხარემ ესებუას მშობლები ნინო ჯიქია და ტარიელ ესებუა გამოკითხა.

ორივე მათგანმა დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 ოქტომბერი.

ნინო ჯიქიამ და ტარიელ ესებუამ სასამართლოში განაცხადეს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს მათი შვილი, ბადრი ესებუა მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა.

ესებუას დედის ინფორმაციით, ბადრი მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, რასაც მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებიც დაადასტურებენ.

როგორც ესებუას მშობლებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, ბადრი ესებუა სახლიდან 23 ოქტომბერს, ნაშუადღევს გავიდა და ის სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა.

მათივე თქმით, შვილი 23 ოქტომბრიდან დაკავების დღემდე არ უნახავთ.

სხდომაზე გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება წაიკითხა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ჩვენებაში ესებუას დედა წერს, რომ ბადრი ესებუა სახლიდან 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა და დაიბარა, რომ სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა, გასამგზავრებელი ფული კი მას ძმამ, ბიძინამ მისცა.

ჯიქიას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ესებუა სახლში 23 ოქტომბერს, დღის საათებში დაბრუნდა, მაისური გამოიცვალა, საძილე ტომარა წაიღო და სახლი დატოვა.

ჩვენებებს შორის უზუსტობასთან დაკავშირებით ესებუას მშობლებმა განაცხადეს, რომ ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერეს. ესებუას დედამ აღნიშნა, რომ ჩხრეკის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.