loader

სკოლის მძღოლს, რომელიც აწ უკვე ყოფილი დირექტორის მეუღლეა, მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლის მძღოლს, რომელიც აწ უკვე ყოფილი დირექტორის მეუღლეა, მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე მშობ­ლის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ი­კი­თხნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი - რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს შსს

ვან­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ შსს-ში აცხა­დე­ბენ.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი პირ­ველ მა­ისს­ვე და­ი­წყო, მათ შო­რის მშობ­ლის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ი­კი­თხნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ მა­ისს, ვა­ნის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 1-ელ მა­ისს­ვე და­ი­წყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის - მშობ­ლის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ი­კი­თხნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი.

მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ჩა­ტარ­და ასე­ვე არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­კი­თხნენ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-141-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა”, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის და­ბა­რე­ბა და გა­მო­კი­თხვა ვი­საც აქვს ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი მოს­წავ­ლე­ებს სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად ავიწ­რო­ებ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნებ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მშობ­ლებს უამ­ბეს, რის შემ­დე­გაც საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო. მომ­ხდა­რის გამო თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, რო­მე­ლიც მძღო­ლის მე­უღ­ლეა. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის ოჯახ­ში მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ და მომ­ხდარ ფაქტს და­უ­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ოჯახ­შიც.