ემოციური კადრები - ხვიჩა კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა
ხვიჩა კვაარცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა.
დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე სერია A-ს ჩემპიონობა "ნაპოლის" ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ერთად აღნიშნეს.
გაიმართა საზეიმო კონცერტი, რის შემდეგაც მოედანზე ფეხბურთელები გამოვიდნენ და ფანებისგან აპლოდისმენტები მიიღეს.
ცნობისთვის, სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას“ 1:0 სძლია. ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რომელმაც თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.